NATO წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ გადაჭარბებული ბიუროკრატიული ზომები ჯარების გადაადგილებას აფერხებს ევროპის მასშტაბით აფერხებს და ამ პრობლემამ შეიძლება, სერიოზული პრობლემა შექმნას რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ მშვიდობიან პერიოდში, მზად არ იქნება კრიზისის ან ომის შემთხვევაში," - ამბობს გამოცემასთან NATO-ს მხარდაჭერისა და აღსრულების ერთობლივი სარდლობის (JSEC) ხელმძღვანელი, ალექსანდრ სოლფრანკი.
2018 წელს შექმნილმა JSEC-მა გერმანიაში ოპერირება 2021 წელს დაიწყო. მისი ამოცანებია ჯარების სწრაფი გადაადგილების კოორდინაცია კონტინენტზე.
„ალიანსმა სწრაფად უნდა გადაიყვანოს ჯარები თავისი ბაზებიდან აღმოსავლეთ ფლანგზე სასურველ პუნქტში," - განაცხადა სოლფრანკმა და აღნიშნა, რომ ეს მოითხოვს მომზადებას.
მისივე აზრით, საჭიროა ერთგვარი "სამხედრო შენგენი" - სამხედრო ტექნიკის თავისუფალი გავლის ზონა.
„ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოპერაციების თეატრი დიდი ხნით ადრე [NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ქარტიის] მე-5 მუხლის გამოყენებამდე," - განაცხადა გენერალმა.